ინდოეთში კორონავირუსის რეკორდული, 314 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ინდოეთში კორონავირუსის რეკორდული, 314 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ინდოეთში ბოლო 24 საათში ​კორონავირუსის 314 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ეს ინდოეთისთვის მორიგი რეკორდული მაჩვენებელია.

ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში გარდაიცვალა 2 104 კოვიდპაციენტი.

ინდოეთში პანდემიის პერიოდში „კოვიდ-19“-ით სულ 15 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა. გარდაიცვალა 184 657 მოქალაქე.

კორონავირუსის მეორე ტალღის გამო ინდოეთის ჯანდაცვის სექტორი გადატვირთულია. საავადმყოფოებში ჟანგბადის დეფიციტია, რის გამო კოვიდპაციენტების ნაწილის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.