„ინდიანამ“ საბონისი „საკრამენტოში“ გაუშვა #1TVSPORT
„ინდიანამ“ საბონისი „საკრამენტოში“ გაუშვა #1TVSPORT

„ინდიანა პეისერსი“ დიდ ტრეიდზე მოელაპარაკა „საკრამენტოს“.

გოგა ბითაძის გუნდი „კინგზში“ გაუშვებს ცენტრს დომანტას საბონისს (25 წლის, 211 სმ), მცველებს ჯერემი ლემბსა (29 წლის, 196 სმ) და ჯასტინ ჰოლიდეის (32 წლის, 198 სმ),

სანაცვლოდ კი მიიღებს მცველებს ტაირიზ ჰალიბერტონსა (21 წლის, 196 სმ) და ბადი ჰილდს (29 წლის, 193 სმ), აგრეთვე ცენტრს ტრისტან ტომპსონს (30 წლის, 206 სმ).

დომანტას საბონისი ამ სეზონში საშუალოდ 18,9 ქულას, 12,1 მოხსნას, 5,0 შედეგიან გადაცემასა და 1,0 ჩაჭრას აგროვებს. მისი კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდეა ძალაში. ამ დროის განმავლობაში ლიეტუველი კალათბურთელი 56.5 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.

ჰალიბერტონის საშუალო მაჩვენებლებია – 14,3 ქულა, 3,9 მოხსნა, 7,4 გადაცემა და 1,7 ჩაჭრა.