იმობილემ ჰეთ-თრიკი შეასრულა და „ოქროს ბუცისთვის“ ბრძოლაში ლევანდოვსკის დაეწია
იტალიის სერია A-ს 36-ე ტურში „ლაციომ“ სტუმრად „ვერონა“ ანგარიშით 5:1 გაანადგურა.
რომაული კლუბის რიგებში ჰეთ-თრიკი შეასრულა ფორვარდმა ჩირო იმობილემ. ახლა, იტალიელის ანგარიშზე 34 გოლია და ის 2020 წლის „ოქროს ბუცისთვის“ ბრძოლაში „ბაიერნის“ ფორვარდ რობერტ ლევანდოვსკის დაეწია.
ბუნდესლიგის გათამაშება დასრულებულია – ლევანდოვსკი თავის მაჩვენებელს ვერ გააუმჯობესებს, იმობილეს კი ორი ტური რჩება პოლონელის გასასწრებად.
36 ტურის შემდეგ, „ლაციოს“ 75 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა.