კვარაცხელია ევროპის ტოპ 5-ის სიმბოლურ ნაკრებშია - ჰალანდის, მესის და დე ბრუინის კამპანიაში, სადაც ლევანდოვსკი ვერ მოხვდა #1TVSPORT
კვარაცხელია ევროპის ტოპ 5-ის სიმბოლურ ნაკრებშია - ჰალანდის, მესის და დე ბრუინის კამპანიაში, სადაც ლევანდოვსკი ვერ მოხვდა #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელია ევროპის ტოპ 5 ლიგის 2022 წლის სეზონის საშემოდგომო ეტაპის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს, რჩეული 11 მოთამაშე კი ცნობილმა ინტერნეტგამოცემამ, goal.com-მა შეადგინა.

ბრაის სამბა (ნოტინგემ ფორესტი)

კირან ტრიპიერი (ნიუკასლი)

კიმ მინ ჯე (ნაპოლი)

უილიამ სალიბა (არსენალი)

ჟოაო კანსელო (მანჩესტერ სიტი)

კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი)

ჯამალ მუსიალა (ბაიერნი)

ლიონელ მესი (პსჟ)

ნეიმარი (პსჟ)

ერლინგ ჰალანდი (მანჩესტერ სიტი)

ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი)

ხვიჩა კვარაცხელია, „ნაპოლის“ ქართველი ფეხბურთელი მარცხენა გარემარბის პოზიციაზე დაასახელეს. გამოცემა goal.com-მა ხვიჩა კვარაცხელიას იტალიურ კლუბში გადასვლა წლის ტრანსფერად აღიარა.

„ახლა კი მივედით იმ ადამიანთან, რომელიც უკვე სეზონის საუკეთესო ტრანსფერის გამარჯვებულია – „ნაპოლის“ ქართველი ჯადოქარი კვარაცხელია; 21 წლის ფეხბურთელი, რომლის ზაფხულის ტრანსფერი იტალიელებს ბათუმის „დინამოდან“ ათი მილიონი ევრო დაუჯდათ. ის ფენომენალური იყო „ნაპოლიში“ თავის პირველ 17 მატჩში, რის გამოც მეტსახელად კვარადონა უწოდეს – კლუბის სიმბოლოს, დიეგო მარადონას პატივსაცემად.

კვარაცხელია ახალი თაობის არაორდინალური და არაპროგნოზირებადი გარემარბია, ევროპელმა მცველებმა კი არ იციან, როგორ შეაჩერონ, მათ შორის არც ტრენტ ალექსანდრ-არნოლდმა, რომელიც ხვიჩამ დაუნდობლად დაამცირა, როდესაც „ნაპოლიმ“ ჩემპიონთა ლიგის პირველ მატჩში ლივერპული 4:1 დაამარცხა. პირველად ათწლეულების განმავლობაში, „ნაპოლი“ გახდა რეალური ძალა ერთდროულად რამდენიმე შეჯიბრებაში. როდესაც წინ კვარაცხელია მიუძღვის, „ნაპოლისთვის“ არანაირი შეზღუდვა არ არსებობს“, – წერს goal.com-ი.