რობერტ ლევანდოვსკი - პლეი-ოფში პოლონეთის გასვლა იღბლიანი შემთხვევითობაა #1TVSPORT
რობერტ ლევანდოვსკი - პლეი-ოფში პოლონეთის გასვლა იღბლიანი შემთხვევითობაა #1TVSPORT

რობერტ ლევანდოვსკიმ კატარის მსოფლიო ჩემპიონატის 1/8-ფინალში პოლონეთის ნაკრების გასვლაზე ისაუბრა. ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურში პოლონელები არგენტინასთან დამარცხდნენ (0:2), თუმცა ჯგუფში მექსიკას გაუსწრეს და მეორე ადგილზე გავიდნენ.

„ძალიან გვიხარია პლეი-ოფში გასვლა, რადგან ამას დიდი ხანი ველოდით. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ეს მარცხი იღბლიანი შემთხვევითობაა. ასეთი მატჩი არასდროს მინახავს. დღეს ყველაფერი გადაწყდა იმის გამო, რომ პირველ ტურში ფრედ ვითამაშეთ და საუდის არაბეთს ორი გოლი გავუტანეთ.

შემდეგ შეგიძლიათ გააანალიზოთ სტილი, რომელიც ჩვენ ვაჩვენეთ. გვესმის, რომ არ იყო კარგი ფეხბურთი ჩვენი მხრიდან. ვიცით, რომ ბევრი შეცდომა გვქონდა, გვესმის, რომ მოედნის ცენტრში ბურთს უფრო მეტად უნდა ვფლობდეთ და და არ უნდა შეგვეშინდეს. ეს ყველაფერი არ გვეყო.

მსოფლიო ჩემპიონთან მატჩი ისეთივე რთული იქნება, როგორც არგენტინასთან, შესაძლოა, უფრო რთულიც“, – განაცხადა ლევანდოვსკიმ Prizeglad Sportowy TVP Sport-თან ინტერვიუში.