„ბარსელონამ“ სეზონის ბოლოს შეიძლება ლევანდოვსკი გაყიდოს #1TVSPORT
„ბარსელონამ“ სეზონის ბოლოს შეიძლება ლევანდოვსკი გაყიდოს #1TVSPORT

„ბარსელონას“ ფორვარდმა, რობერტ ლევანდოვსკიმ, შესაძლოა, კლუბი შეიცვალოს, – ამის შესახებ იტყობინება ინტერნეტ-ტელევიზია El Chiringuito TV-ი.

წყაროს ცნობით, კატალონელები პოლონელი ფეხბურთელის 2024 წლის ზაფხულში გაყიდვის შესაძლებლობას განიხილავენ.

წინა სატრანსფერო ფანჯრისას ლევანდოვსკის მიმართ დაინტერესებას საუდის არაბეთის კლუბები გამოთქვამდნენ, რომლებიც ახლაც აკვირდებიან 35 წლის ფეხბურთელს.

„ბარსელონასთან“ ლევანდოვსკის კონტრაქტი 2026 წლის 30 ივნისამდეა ძალაში.

ამ სეზონში ლევანდოვსკიმ ყველა ტურნირზე 17 მატჩი ჩაატარა, რვა გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.