იმერეთის სოფლებში - სორმონსა და რიონში ხანძარი ლოკალიზებულია
იმერეთის სოფლებში - სორმონსა და რიონში ხანძარი ლოკალიზებულია

იმერეთის რეგიონში, სოფლებში – სორმონსა და რიონში ხანძარი ლოკალიზებულია. ცეცხლის გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს. ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინსიტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

ხანძარი ჩაის ბუჩქებს გაუჩნდა. ​უწყების ცნობით, ქრობის პროცესში ჩართულია რვა ჯგუფი და 50-მდე მეხანძრე-მაშველი.

„ხანძრის ქრობას ღამის განმავლობაში ძლიერ ქართან ერთად ცუდი ხილვადობა უშლიდა ხელს. ამ დროისთვის მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

ადგილზე იმყოფება სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი.

ხანძრის გამომწვევი მიზეზების დასადგენად შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლთან გაუფრთხილებელი მოპყრობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფლებში სორმონსა და რიონში ხანძარი ჩაის ბუჩქებს წუხელ გაუჩნდა.