წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ჩაის ბუჩქები იწვის 

22:43, 17.11.2019

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ სორმონსა და სოფელ რიონში ხანძარია. ორი სოფლის საზღვარზე ჩაის ბუჩქები იწვის. ხანძრის ჩაქრობას რვა სამაშველო ბრიგადა და 50-მდე მეხანძრე ცდილობს.

ადგილზე იმყოფებიან სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი.

მსგავსი