ილიას ზუროსმა უკრაინასა და ესპანეთთან მატჩებისთვის 13 კალათბურთელი დაასახელა #1TVSPORT
26 ნოემბერს, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები უკრაინას უმასპინძლებს. საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა უკრაინასა და ესპანეთთან მატჩებისთვის 13 კალათბურთელი დაასახელა.
თად მაკფადენი, ლუკა მაზიაშვილი, გივი ბაქრაძე, ოთარ ფხაკაძე, კახა ჯინჭარაძე, მერაბ ბოქოლიშვილი, მიხეილ ბერიშვილი, გიორგი კორსანტია, ალექსანდრე ფევაძე, თორნიკე შენგლია, ბექა ბურჯანაძე, გიორგი შერმადინი, გიორგი ტურძილაძე.
საქართველო-უკრაინა, 26 ნოემბერს 19:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს კი საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.