კვარაცხელია კალათბურთელების ისტორიულ წარმატებას გამოეხმაურა - ჩვენ მსოფლიო ჩემპიონატზე მოვდივართ #1TVSPORT
კვარაცხელია კალათბურთელების ისტორიულ წარმატებას გამოეხმაურა - ჩვენ მსოფლიო ჩემპიონატზე მოვდივართ #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ისტორიულ წარმატებას გამოეხმაურა, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდა.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისა და „ნაპოლის“ 22 წლის თავდამსხმელი წარმატებას მისთვის დამახასიათებელი ლაკონიური პოსტით ინსტაგრამის გვერდზე გამოეხმაურა.

World cup we are coming – „ჩვენ მსოფლიო ჩემპიონატზე მოვდივართ“, – წერს კვარაცხელია.

კვარაცხელია საკალათბურთო ნაკრების და, ზოგადად, კალათბურთის დიდი გულშემატკივარია. ცნობილია, რომ იტალიის ჩემპიონატში პირველი გოლიც სტეფ კარის ცნობილი ჟესტით აღნიშნა, 2022 წელს კი თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატს დაესწრო და საქართელოს ნაკრებს გულშემატკივრობდა.

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპის ბოლო შეხვედრაში საქართველოს ნაკრები თბილისში ისლანდიასთან 77:80 დამარცხდა, მაგრამ ჯგუფში მესამე ადგილზე გავიდა და ისტორიაში პირველად მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს.