ილჰამ ალიევი - ყველა გათავისუფლებულ ქალაქში ოკუპაციის მუზეუმი გაიხსნება
ილჰამ ალიევი - ყველა გათავისუფლებულ ქალაქში ოკუპაციის მუზეუმი გაიხსნება

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განკარგულებით, ყველა გათავისუფლებულ ქალაქში ოკუპაციის მუზეუმი გაიხსნება. ამის შესახებ განცხადება აზერბაიჯანის პრეზიდენტმა 2020 წლის შეჯამებისას გააკეთა.

„ვფიქრობ, რომ გათავისუფლებულ ქალაქებში გამარჯვების გამომხატველ ძეგლებთან ერთად ოკუპაციის მუზეუმები უნდა გაიხსნას.

ამ მუზეუმებში სომხეთის საოკუპაციო პოლიტიკის საერთო სურათი უნდა იყოს გამოხატული, რათა აზერბაიჯანის მოქალაქეებმა ეს არასდროს დაივიწყონ“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.