იკერ კასილიასმა ის ესპანელები დაასახელა, რომლებიც „ოქროს ბურთს“ იმსახურებდნენ
მადრიდის „რეალისა“ და ესპანეთის ნაკრების ყოფილმა მეკარემ იკერ კასილიასმა ის ესპანელი ფეხბურთელები დაასახელა, რომლებიც, მისი აზრით, „ოქროს ბურთს“ იმსახურებდნენ. ლეგენდარული მეკარის თქმით, ესენი არიან რაული, სერხიო რამოსი, ინიესტა და ჩავი.
რაული მადრიდული სამეფო კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია, რომელმაც თეთრი მაისურით 500-ზე მეტი მატჩი ჩაატარა. სერხიო რამოსი „რეალისა“ და ესპანეთის ნაკრების ღირსებას 2005 წლიდან იცავს და ახლა ორივე ამ გუნდის კაპიტანია. ანდრეს ინიესტამ კარიერის უდიდესი ნაწილი ბარსელონაში გაატარა, ახლა კი იაპონურ კლუბ ვისელ კობეს ღირსებას იცავს. რაც შეეხება ჩავის, მანას ბარსელონაში გაატარა კარიერის უდიდესი ნაწილი, რის შემდეგაც რამდენიმე წელი ითამაშა ყატარის „ალ-სადში“.