იკერ კასილიასმა გულშემატკივრები დაამშვიდა
იკერ კასილიასმა გულშემატკივრები დაამშვიდა

ვარჯიშის მიმდინარეობისას, პორტუს მეკარე იკერ კასილიასს გულის შეტევის ნიშნები ჰქონდა, რის შემდეგაც იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს. დადგინდა რომ მან მიოკარდის მსუბუქი ინფარქტი გადაიტანა. გულზე ჩატარებული ქირურგიული ჩარევის შემდეგ, კასილიასმა ტვიტერის მეშვეობით თავისი ოჯახის წევრები, მეგობრები და გულშემატკივრები დაამშვიდა.

„კარგად ვარ. ყველაფერი კონტროლის ქვეშაა. ძალიან საშიში იყო, რაც მოხდა, მაგრამ უფრო ძლიერი ვარ, ვიდრე ოდესმე. დიდი მადლობა ყველას შეტყობინებებისთვის, თანადგომისა და სიყვარულისთვის“, – წერს კასილიასი.

„იკერ კასილიასი თავს კარგად გრძნობს. გულზე არსებული პრობლემა უკვე აღმოფხვრილია“, – ნათქვამია პორტუს ოფიციალურ განცხადებაში.