იკერ კასილიასი - მინდა, რომ მსოფლიო ჩემპიონატი ხორვატიამ ან მაროკომ მოიგოს #1TVSPORT
მადრიდის „რეალის“ ყოფილმა მეკარემ, ესპანეთის ნაკრებში მსოფლიოს ჩემპიონმა, იკერ კასილიასმა ისაუბრა იმაზე, თუ რომელი გუნდის გამარჯვებას ისურვებდა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე.
მსოფლიო ჩემპიონატის პირველი 1/2-ფინალური მატჩი 13 დეკემბერს გაიმართება, ხორვატიის ნაკრები არგენტინას დაუპირისპირდება. ხოლო 14 დეკემბერს მაროკო საფრანგეთს შეხვდება.
„მინდა, რომ მსოფლიო ჩემპიონატი მოიგოს გუნდმა, რომელსაც არასდროს ჰქონია ამის შანსი – მაროკომ ან ხორვატიამ.
მაგრამ ტურნირს ასევე შემორჩნენ დიდი საფეხბურთო ტრადიციების მქონე გუნდები, როგორებიც არიან არგენტინა და საფრანგეთი – მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონები – მათ ძალიან კარგი თაობები ჰყავთ.
იმედი მაქვს, რომ ისინი შესანიშნავ მატჩებს ჩაატარებენ და ტურნირის გამარჯვებული უდავოდ საუკეთესო გუნდი გახდება“, – განაცხადა იკერ კასილიასმა Sport.es-სთან ინტერვიუში.
ხორვატია-არგენტინისა და მაროკო-საფრანგეთის მატჩები 13 და 14 დეკემბერს თბილისის დროით 23:00-ზე დაიწყება. ორივე შეხვედრის ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.