იგა შვიონტეკმა ზედიზედ მეორე „მასტერსი“ მოიგო და ორშაბათიდან მსოფლიოს პირველი ჩოგანი გახდება #1TVSPORT
იგა შვიონტეკმა ზედიზედ მეორე „მასტერსი“ მოიგო და ორშაბათიდან მსოფლიოს პირველი ჩოგანი გახდება #1TVSPORT

პოლონელი იგა შვიოტეკი აგრძელებს ბრწყინვალე სვლას 2022 წლის სეზონში – ინდიან უელსში მოპოვებულ ტიტულის შემდეგ, მან იგივე კატეგორიის ტურნირზე გაიმარჯვა მაიამიში. იგამ გაანადგურა მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი, იაპონელი ნაომი ოსაკა – 6:4, 6:0. შეხვედრა საათი და 20 წუთი გაგრძელდა.

მატჩი 20-გათამაშებიანი გეიმით დაიწყო, რომელშიც ოსაკამ ორი ბრეიკპოინტი მოიგერია და დაწინაურდა. იაპონელი სამი გეიმის შემდეგაც წინ იყო – 2:1, რის შემდეგაც მატჩის ბოლომდე ინიციატივა შვიონტეკმა მოიპოვა. აქედან მოყოლებული, მან 11 გეიმი აიღო, მისმა მეტოქემ – ორი. პოლონელმა არც ერთ ბრეიკპოინტამდე არ მიუშვა ოსაკა, თავად კი 10-დან ექვსი ბრეიკპოინტი გამოიყენა.

* შვიოტეკმა ზედიზედ მე-17 მატჩი და მესამე ტიტული მოიგო.

* მხოლოდ სამ ჩოგბურთელს მოუგია ერთ სეზონში ინდიან უელსისა და მაიამის ტურნირები: შტეფი გრაფის (1994, 1996), კიმ სლაისტერსსა (2005) და ვიქტორია აზარენკას (2016).

* ორშაბათიდან შვიონტეკი მსოფლიოს ახალი პირველი ჩოგანი გახდება.