იგა შვიონტეკმა როლან გაროსი მესამედ მოიგო #1TVSPORT
იგა შვიონტეკმა როლან გაროსი მესამედ მოიგო #1TVSPORT

როლან გაროსის ფინალში მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, იგა შვიონტეკმა კაროლინა მუხოვა სამ სეტში (6:2, 5:7, 6:4) დაამარცხა და ჩოგბურთში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტიტული კარიერაში მესამედ მოიპოვა.

პოლონელი ჩოგბურთელი როლან გაროსის ჩემპიონი 2020-ში, 2022-ში და ახლა უკვე წელს, 2023-ში გახდა.

იგა შვიონტეკი ქალთა ჩოგბურთის ისტორიაში მერვე სპორტსმენია, რომელმაც როლან გაროსი სამჯერ ან მეტჯერ მოიგო. მანამდე ეს მიღწევა ჰქონდათ სერენა უილიამსს, მონიკა სელეშს, მარგარეტ კორტს (სამჯერ), ჟუსტინ ენენს (ოთხჯერ), შტეფი გრაფს (ექვსჯერ) და კრის ევერტს (შვიდჯერ).