იერუსალიმში, ბენიამინ ნეთანიაჰუს რეზიდენციასთან შეკრებილი დემონსტრანტების დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა
იერუსალიმში, ბენიამინ ნეთანიაჰუს რეზიდენციასთან შეკრებილი დემონსტრანტების დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

იერუსალიმში, ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს რეზიდენციასთან შეკრებილი დემონსტრანტების დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.

აქციაზე რამდენიმე დაპირისპირება მოხდა, თუმცა დაკავებების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ისრაელის თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ ქვეყნის ქალაქებში მასშტაბური აქციები იმართება.

ისრაელის პოლიციის განცხადებით, საპროტესტო აქციები დემოკრატიის ქვაკუთხედია, თუმცა დაუშვებელია საზოგადოებრივი არეულობა, ხელისუფლების სიმბოლოების, ინფრასტრუქტურისა და პოლიციის თანამშრომლების დაზიანება.

ისრაელის უნივერსიტეტები სასამართლო რეფორმის გამო 27 მარტიდან გაფიცვას აცხადებენ. ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრი იტამარ ბენ გვირი ვითარების შესაფასებლად იერუსალიმში, პოლიციის შტაბბინაში გაემგზავრა.