იერუსალიმის მასტერსზე ღვინიაშვილმა, მაისურაძემ, ლიპარტელიანმა და სულამანიძემ პირველ შეხვედრებში გაიმარჯვეს [ვიდეო] #1TVSPORT

ისრაელის დედაქალაქ იერუსალიმში მიმდინარე ძიუდოს მასტერსზე ოთხმა ქართველმა – ბექა ღვინიაშვილმა, ლუკა მაისურაძემ (ორივე 90 კგ), ილია სულამანიძემ და ვარლამ ლიპარტელიანმა (100 კგ) პირველ შეხვედრებში გაიმარჯვეს და მერვედფინალში იჭიდავებენ.

ტურნირზე გამომსვლელი ორი ქართველი – ონისე სანებლიძე და გიორგი ბერიაშვილი (ორივე – 100 კგ) პირველსავე წრეში დამარცხდნენ და შეჯიბრებას გამოეთიშნენ.

დღეს მასტერსზე გამომსვლელთაგან კიდევ ერთი ძიუდოისტი, მძიმეწონოსანი სოფიო სომხიშვილი მოგვიანებით გამოვა. მასტერსზე უნდა ეჭიდავა ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა ბექაურს (90 კგ), მაგრამ მაღალი სიცხის გამო იგი თბილისში დარჩა და ტურნირში მონაწილეობა ვერ მიიღო.