იენს სტოლტენბერგი ამერიკის ბაზებზე ირანის სარაკეტო იერიშს გმობს
იენს სტოლტენბერგი ამერიკის ბაზებზე ირანის სარაკეტო იერიშს გმობს

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ლიდერი იენს სტოლტენბერგი ირანის მიერ ერაყში ამერიკის ბაზებზე განხორციელებულ სარაკეტო იერიშს გმობს.

შესაბამისი განცხადება ალიანსის გენერალურმა მდივანმა მიკრობლოგ „ტვიტერის“ საშუალებით გააკეთა.

„ვგმობ ამერიკისა და კოალიციის ძალების ბაზაზე განხორციელებულ იერიშს. ნატო მოუწოდებს ირანს, თავი შეიკავოს სამომავლო ძალადობისგან. მოკავშირეები აგრძელებენ კონსულტაციებს და კვლავ ერთგული ვრჩებით ერაყში ჩვენი საწვრთნელი მისიის“, – წერს იენს სტოლტენბერგი.

ირანმა ერაყში მდებარე ორ სამხედრო ბაზაზე სარაკეტო დარტყმები განახორციელა. პენტაგონის ინფორმაციით, რაკეტები გაუშვეს აინ ალ-ასადის ავიაბაზისა და ერბილის აეროპორტის მიმართულებით. ირანის სარაკეტო დარტყმა მას შემდეგ განხორციელდა, რაც აშშ-ის მიერ ლიკვიდირებული ირანელი გენერალი ყასემ სოლეიმანი მშობლიურ ქალაქში დაკრძალეს.

დატოვე კომენტარი