იემენში სამხედრო აღლუმზე სარაკეტო იერიშსა და ავტომობილის აფეთქებას 49 ადამიანი ემსხვერპლა
იემენში სამხედრო აღლუმზე მიტანილ სარაკეტო იერიშსა და ავტომობილის აფეთქებას 49 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია კიდევ 50-მდე პირი.
გავრცელებული ინფორმაციით, დანაღმული ავტომობილი პოლიციის განყოფილების სიახლოვეს აფეთქდა. გარდაცვლილთა შორის 13 სამართალდამცველია.
სარაკეტო იერიში კი კურსდამთავრებული სამხედროების საზეიმო ცერემონიაზე მიიტანეს. აფეთქებას ერთ-ერთი გენერალი ემსხვერპლა.