იემენში სამხედრო აღლუმზე სარაკეტო იერიშსა და ავტომობილის აფეთქებას 49 ადამიანი ემსხვერპლა

22:09, 01.08.2019

იემენში სამხედრო აღლუმზე მიტანილ სარაკეტო იერიშსა და ავტომობილის აფეთქებას 49 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია კიდევ 50-მდე პირი.

გავრცელებული ინფორმაციით, დანაღმული ავტომობილი პოლიციის განყოფილების სიახლოვეს აფეთქდა. გარდაცვლილთა შორის 13 სამართალდამცველია.

სარაკეტო იერიში კი კურსდამთავრებული სამხედროების საზეიმო ცერემონიაზე მიიტანეს. აფეთქებას ერთ-ერთი გენერალი ემსხვერპლა.

მსგავსი