იემენის ჰუსიტი მებრძოლები ადასტურებენ, რომ წითელ ზღვაში ისრაელის გემი დააკავეს
იემენის ჰუსიტი მებრძოლები ადასტურებენ, რომ წითელ ზღვაში ისრაელის გემი დააკავეს

იემენის ჰუსიტი მებრძოლები ადასტურებენ, რომ წითელ ზღვაში ისრაელის გემი დააკავეს.

„იემენის შეიარაღებული ძალების საზღვაო ძალებმა ჩაატარეს სამხედრო ოპერაცია წითელ ზღვაში, რის შედეგადაც ისრაელის გემი დაიკავეს. იემენის შეიარაღებული ძალები გემის ეკიპაჟს ექცევა ჩვენი ისლამური რელიგიის სწავლებებისა და ღირებულებების შესაბამისად. მოვუწოდებთ ყველა ქვეყანას, რომელთა მოქალაქეებიც მოქმედებენ წითელ ზღვაში, თავი შეიკავონ ნებისმიერი სამუშაოსა და ქმედებებისგან ისრაელის გემებთან ან ისრაელის საკუთრებაში არსებულ გემებთან“, – განაცხადა ჰუსიტების სამხედრო სპიკერმა, იაჰია სარეამ.

იემენის შეიარაღებულ ძალებში ადასტურებენ, რომ გააგრძელებენ ისრაელის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციებს, ვიდრე არ შეწყდება აგრესია ღაზის სექტორზე.

მანამდე ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, რომ წითელ ზღვაში იემენელმა ჰუსიტებმა სატვირთო ხომალდი გაიტაცეს.