იაროსლავ კაჩინსკი - ჩვენ უარს ვეუბნებით ერთნაირსქესიანთა ქორწინებას
იაროსლავ კაჩინსკი - ჩვენ უარს ვეუბნებით ერთნაირსქესიანთა ქორწინებას

პოლონეთის მმართველი პარტიის ლიდერის, იაროსლავ კაჩინსკის თქმით, მისი პარტია ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონების წინააღმდეგია. ეს განცხადება კაჩინსკიმ კატოვიცეში გამართულ პარტია „კანონისა და სამართლის“ ყრილობაზე გააკეთა.

„ჩვენ არ ვსაუბრობთ ტოლერანტობაზე. ამ შემთხვევაში საუბარია მიუღებლობაზე. საუბარია ერთნაირსქსიანთა კავშირების მიღებაზე, ასეთი წყვილების ქორწინებაზე და  შვილების აყვანის უფლებაზე. მინდა განვმარტო, რომ ამაზე უარს ვამბობთ, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ბავშვებს ეხება. ასეთი რამ ჩვენი შვილებისგან შორს უნდა იყოს“, – განაცხადა კაჩინსკიმ.

აღნიშნული განცხადებით, მმართველი პარტიის ლიდერმა ვარშავის ვიცე-მერს, პაველ რაბეის უპასუხა, რომელმაც ამ თემაზე რამდენიმე დღის წინ პოლონურ მედიასთან ინტერვიუში ისაუბრა. მისი თქმით, ხალხს უნდა განუმარტონ, რომ ერთნაირსქესიანთა წყვილების პარტნიორული ურთიერთობები ბოროტება არ არის.