იაპონიის პრემიერმინისტრმა შინძო აბემ გამოთქვა აზრი, რომ ტოკიოში ზაფხულის ოლიმპიადა, დიდი ალბათობით, გადაიდება.
„ძალიან რთული იქნება სრულფასოვანი ოლიმპიური თამაშების ჩატარება. გადატანის შესახებ გადაწყვეტილება გარდაუვალია. სპორტსმენების ჯანმრთელობა პირველ ადგილზეა“, – მოჰყავს აბეს სიტყვები ESPN-ს.
კვირას, 22 მარტს, ცნობილი გახდა, რომ თამაშების შესახებ გადაწყვეტილებას უახლოესი ერთი თვის განმავლობაში მიიღებენ.