იაპონიის პრემიერი – ოლიმპიადის გადატანა გარდაუვალია

13:36, 23.03.2020

იაპონიის პრემიერმინისტრმა შინძო აბემ გამოთქვა აზრი, რომ ტოკიოში ზაფხულის ოლიმპიადა, დიდი ალბათობით, გადაიდება.

„ძალიან რთული იქნება სრულფასოვანი ოლიმპიური თამაშების ჩატარება. გადატანის შესახებ გადაწყვეტილება გარდაუვალია. სპორტსმენების ჯანმრთელობა პირველ ადგილზეა“, – მოჰყავს აბეს სიტყვები ESPN-ს.

კვირას, 22 მარტს, ცნობილი გახდა, რომ თამაშების შესახებ გადაწყვეტილებას უახლოესი ერთი თვის განმავლობაში მიიღებენ.

მსგავსი