იაპონიამ 50-წლიანი პაუზის შემდეგ, ტრამპლინიდან ხტომაში პირველი ოქრო მოიპოვა #1TVSPORT
იაპონიამ 50-წლიანი პაუზის შემდეგ, ტრამპლინიდან ხტომაში პირველი ოქრო მოიპოვა #1TVSPORT

პეკინის ოლიმპიადაზე მედლების პირველი კომპლექტი გათამაშდა ტრამპლინიდან ხტომაში.

ისტორიული დღე იყო იაპონიისთვის – ოქროს მედლის ფავორიტმა რიუიო კობაიაშიმ თავის ქვეყანას „მოკლე ტრამპლინიდან“ ხტომაში ბოლო 50 წელიწადში პირველი ოქრო მოუტანა.

კობაიაშიმ პირველი ცდის შემდეგ ლიდერობა მოიპოვა და, მართალია, მეორე ცდაზე მხოლოდ მეხუთე შედეგი აჩვენა, ეს მაინც საკმარისი აღმოჩნდა საბოლოო გამარჯვებისთვის.

ტრამპლინიდან ხტომა

კაცები. ნორმალური

  1. რიოიუ კობაიაში (იაპონია) – 275.0 (145.4+129.6)
  2. მანუელ ფეტნერი (ავსტრია) – 270.8 (134.5+136.3)

3. დავიდ კუბაცკი (პოლონეთი) – 265.9 (133.1+132.8)