ნიდერლანდების ნაკრების ყოფილი მცველი, „ფეიენოორდის“ ექს-დამრიგებელი იაპ სტამი ამერიკული კლუბის „ცინცინატის“ მთავარი მწვრთნელი გახდა, – დაწერა გაზეთმა „ტელეგრაფმა“.
კორონავირუსის პანდემიის გამო, „მეიჯორ ლიგ სოკერში“ (MLS) სეზონი შეჩერებულია. პაუზამდე „ცინცინატიმ“ ორი მატჩის გამართვა მოასწრო და ორივეში დამარცხდა.
„ფეიენოორდის“ გარდა, სტამი ავარჯიშებდა ინგლისურ „რედინგსა“ და ნიდერლანდურ „ცვოლეს“.