„ფეიენოორდის“ მთავარი მწვრთნელი - მოედანზე მუდამ მოსაგებად გავდივართ, თუმცა იოლი მოწინააღმდეგე არ გვყოლია
„ფეიენოორდის“ მთავარი მწვრთნელი - მოედანზე მუდამ მოსაგებად გავდივართ, თუმცა იოლი მოწინააღმდეგე არ გვყოლია

როტერდამის „ფეიენოორდმა“ „დინამო თბილისთან“ ევროპის ლიგის განმეორებითი შეხვედრა 1:1 დაასრულა და რადგან პირველი შეხვედრა 4:0 მოიგო, ტურნირის პლეიოფში გავიდა.

ჰოლანდიური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, იაპ სტამმა შეხვედრა პრესკონფერენციაზე შეაჯამა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

„თავის დროზე, ბათუმის „დინამოს“ „ეინდჰოვენის“ ფორმით ვეთამაშე. ეს მატჩი ძალიან დაძაბული თამაში გამოდგა და 1:1 დასრულდა. ახლა, როგორც მწვრთნელი, კიდევ ერთ ქართულ გუნდს დავუპირისპირდი და ესეც რთული და მნიშვნელოვანი მატჩები იყო. ჩვენ მოედანზე მუდამ მოსაგებად გავდივართ, თუმცა იოლი მოწინააღმდეგე არ გვყოლია. დღეს დიდი წინააღმდეგობა შეგვხვდა. სამწუხაროდ, ჩვენი მომენტები ვერ გამოვიყენეთ, ბოლოს კი მოსაგებად საკმარისი ძალისხმევა ვერ გამოვიჩინეთ“, – ამბობს იაპ სტამი.

ჰოლანდიური კლუბის მწვრთნელს 1981 წლის „დინამო“-„ფეიენოორდის“ მატჩიც გაახსენეს და ჰკითხეს, ეს ხომ არ იყო 38 წლის წინანდელი წაგებისთვისაც რევანში.

„სიმართლე გითხრათ, ამის შესახებ პირველად გავიგე. ეს არაფერ შუაშია, უბრალოდ, დღეს და ამ დაპირისპირებაში მოედანზე მოსაგებად გავედით“, – უპასუხა ჟურნალისტებს იაპ სტამმა.