ევროპის ლიგა | დინამო თბილისი 1-1 ფეიენოორდი (ვიდეო/ფოტო)
ევროპის ლიგა | დინამო თბილისი 1-1 ფეიენოორდი (ვიდეო/ფოტო)

თბილისის ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ დასრულდა უეფას ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის განმეორებითი მატჩი „დინამო თბილისსა“ და ჰოლანდიურ „ფეიენოორდს“ შორის.

საკმაოდ საინტერესო და კარგი საგოლე მომენტებით დატვირთული მატჩი ფრედ, 1-1 დასრულდა და შემდეგ ეტაპზე ჰოლანდიური გუნდი ითამაშებს.

ანგარიში დინამოელებმა გახსნეს, როდესაც „ფეიენოორდის“ მცველების შეცდომით ისარგებლეს და შენგელიამ მეტოქის კარის აღება მოახერხა. თუმცა, რამდენიმე წუთში, სტუმრებმა ანგარიშის გათანაბრება შეძლეს და საბოლოო შედეგი დააფიქსირეს.

უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან კარგი მომენტი ჰქონდა ქავთარაძეს, რომელიც ცარიელ კართან ლევან შენგელიამ დატოვა, თუმცა ამ შესანიშნავი მომენტით ქართველმა თავდამსხმელმა ვერ ისარგებლა.

„დინამო თბილისმა“ ევროტურნირებზე გამოსვლა წელს ამით დაასრულა.