ოჰაიოს შტატის ერთ-ერთ ბანკთან სროლას სამი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა
ოჰაიოს შტატის ერთ-ერთ ბანკთან სროლას სამი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა

ოჰაიოს შტატის ერთ-ერთ ბანკთან სროლას სამი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა, – ამის შესახებ ამერიკული მედია იუწყება.

თავდასხმა ქალაქ ცინცინატში, ერთ-ერთი ბანკის შესასვლელთან, ადგილობრივი დროით 09:10 საათზე მოხდა.

სამართალდამცველებმა თავდამსხმელი დააკავეს, რომელიც ორმხრივი სროლისას დაიჭრა.

მოგვიანებით, ამერიკულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავდამსხმელი მიყენებული მძიმე ჭრილობების შედეგად დაიღუპა.

სამართალდამცველებმა მიმდებარე ტერიტორია შეამოწმეს და აცხადებენ, რომ სროლის საშიშროება აღარ არსებობს.  შემთხვევის ადგილზე ამჟამად გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტები მუშაობენ.

თავდასხმის მოტივზე სამართალდამცველები ჯერ არ საუბრობენ.