იაგო ხვიჩია - 18 წლამდე ახალგაზრდებს არჩევნებში მონაწილეობის საშუალება უნდა მიეცეთ
იაგო ხვიჩია - 18 წლამდე ახალგაზრდებს არჩევნებში მონაწილეობის საშუალება უნდა მიეცეთ

შეხვედრებზე ერთი ჩამჭრელი კითხვით დავდივარ, ამბობენ, რომ 2020 წელს ძალიან სამართლიან, უბარიერო, პროპორციულ სისტემას გვთავაზობენ, რასაც მხარს ვუჭერ, მაგრამ თუ ეს 2020 წელს კარგია, 2024-ში რატომ არ არის კარგი, – ამის შესახებ „გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგოხვიჩიამ განაცხადა.

მისი თქმით, ამას ყველა პარტიას ეკითხება და პასუხს ვერ სცემენ.

ამასთან, „გირჩის“ ერთ-ერთ ლიდერს სხვა კითხვაც აქვს, რომელიც 18 წლამდე ახალგაზრდების არჩევნებში მონაწილეობის უფლებას ეხება.

„თუ ამ ასაკამდე იარაღის ტარებას ვაძალებთ ჯარში, მსახურებას, ხმის მიცემის უფლებას რატომ არ ვაძლევთ? ქვეყანაში ხმის მიცემის უფლება ათას სულელეს აქვს და 18 წლამდე ახალგაზრდებს არ აქვთ. პარლამენტის წევრს სკოლის ატესტატი არ მოეთხოვება და 25 წლის თუ არ არის, არჩევნებში მონაწილეობის უფლებას არ ვაძლევთ, რომ ვინმემ აირჩიოს. ამ კითხვებს ვსვამ. დანარჩენი აქ ხალხია მოსული იმისთვის, როგორ უნდა იყოს განაწილებული ბიუჯეტის ფული, ვის რამდენი შეხვდება არჩევნების შედეგად, ასევე რამდენი წარმომადგენელი ეყოლება ადმინისტრაციულ ორგანოებში.

იქნებ, ვინმეს გულში პატრიოტული სულისკვეთებაც აქვს და ქვეყნის გადარჩენას ასე უყურებს. მე ვამბობ იმას, რისთვის ვარ მოსული – ახალგაზრდებს არჩევნებში მოსვლის საშუალება მიეცეთ.

იაგო ხვიჩია საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობს. შეხვედრის დაწყებამდე პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ბრიფინგი გამართა და უმრავლესობის მიერ საარჩევნო კანონმდებლობაში მომზადებული ცვლილებების პროექტი წარადგინა. ცვლილებები შეეხება პარტიების დაფინანსების წესს, უფასო საეთერო დროს, ბიულეტენის ნამდვილობის შემოწმების წესსა და სხვა საკითხებს.