ჰუბერტ ქნირში - მედიისთვის ინდივიდუალურ პოლიტიკოსებს, პოლიტიკოსებსა და დიპლომატებს შორის დავაზე შეყოვნება სასარგებლო არ არის
ჰუბერტ ქნირში - მედიისთვის ინდივიდუალურ პოლიტიკოსებს, პოლიტიკოსებსა და დიპლომატებს შორის დავაზე შეყოვნება სასარგებლო არ არის

საქართველოში გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში აცხადებს, რომ მედიისთვის ინდივიდუალურ პოლიტიკოსებს, პოლიტიკოსებსა და დიპლომატებს შორის დავაზე შეყოვნება სასარგებლო არ არის.

გერმანიის ელჩს შეკითხვა დაუსვეს აშშ-ის ელჩთან, კელი დეგნანთან დაკავშირებით დეპუტატ მიხეილ ყაველაშვილის მიერ გავრცელებული ღია წერილის თაობაზე.

„მე უფრო ვფიქრობ, რომ ეს არის არასაჭირო დავა, რომელმაც დიდი მასშტაბით მოიცვა ქართული მედია. ეს ფაქტობრივად არის ყურადღების გადატანა ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტებიდან, რომელიც ახლა უნდა მოგვარდეს. ეს საკითხები უკავშირდება ევროკავშირის 12-პუნქტიან გეგმას და სხვა გამოწვევებს, როგორიცაა შრომის ბაზარი, რომელზეც დღეს ვახდენთ ფოკუსირებას. მედიისთვის სასარგებლო არ არის შეყოვნება ინდივიდუალურ პოლიტიკოსებს, პოლიტიკოსებსა და დიპლომატებს შორის დავაზე“, – განაცხადა ელჩმა ჟურნალისტებთან საუბრისას.