ჰოლიფილდმა ტაისონს მიმართა - ხელი მოაწერე კონტრაქტს და რინგზე გამოდი, მე მზად ვარ
ლეგენდარულმა ამერიკელმა მოკრივემ ევანდერ ჰოლიფილდმა თავის ყოფილ პრინციპულ მეტოქეს მაიკ ტაისონს მიმართა და მოუწოდა მას ხელი მოაწეროს კონტრაქტს საგამოფენო შეხვედრაზე.
„მე და ჩემი გუნდი ვცდილობდით ბრძოლის ორგანიზებას, მაგრამ არაფერი მოგვისმენია თავის მართლების გარდა. როი ჯონსი კარგი მეტოქე იყო ტაისონისთვის გასახურებლად, მაგრამ ჩემთან ბრძოლა გლობალური მოვლენაა. ეს არის ერთადერთი ორთაბრძოლა, რომლის ხილვა აბსოლუტურად ყველას სურს. არ არსებობს არანაირი მიზეზი, რის გამოც ჩვენ ეს არ უნდა გავაკეთოთ.
აღარ იქნება არანაირი თავის მართლება. ეს არის ბრძოლა მემკვიდრეობისთვის – ჩემი და ტაისონის. მაიკ, ხელი მოაწერე კონტრაქტს და რინგზე გამოდი. სამყარო ელოდება – გრჩება მხოლოდ ხელის მოწერა. მე მზად ვარ“, – განაცხადა 58 წლის ჰოლიფილდმა „დეილი სთართან“ კომენტარში.
54 წლის ტაისონისა და 52 წლის ჯონსის ბრძოლა 2020 წლის ნოემბერში გაიმართა და ის ფრედ დასრულდა.
აქტიური კარიერისას ტაისონმა და ჰოლიფილდმა ერთმანეთში ორჯერ იჩხუბეს და ორივეჯეს ევანდერმა მოიგო. მეორე ორთაბრძოლისას, ტაისონმა მეტოქეს უკბინა და ყურის ნაწილი მოაგლიჯა.