ჰოლანდიელთა კიდევ ერთი ოქრო ციგურებით რბოლაში (ვიდეო)

ვამბობთ ნიდერლანდებს, ვგულისხმობთ ციგურებით რბოლას: ჰოლანდიელებს კიდევ ერთი ოლიმპიური ჩემპიონი ჰყავთ სპორტის ამ სახეობაში, ამჯერად ქალთა შორის 5 000 მეტრზე რბოლაში. ეს-ესაა დასრულდა ტურნირი და გამარჯვებული ესმე ვისერი გახდა. 22 წლის სპორტსმენისთვის ეს სადებიუტო ოლიმპიადა და პირველი მედალია. მეორე ადგილი ჩეხ მარტინა საბლიკოვას ხვდა წილად, მესამეზე კი რუსი ნატალია ვორონინა გავიდა.

ოლიმპიადის რეპორტაჟების ხილვა შეგიძლიათ შემდეგ ბმულებზე პირველი არხი / მეორე არხი (მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე)

ყველაფერი ოლიმპიადის შესახებ იხილეთ ბმულზე