ციგურებით რბენაში სამივე პრიზიორი ჰოლანდიელია (ვიდეო)

პიონჩანგში მედლების პირველი კომპლექტი გათამაშდა ციგურებით რბენაში. ქალებმა გამარჯვებული 3 ათას მეტრზე გამოავლინეს.

ფავორიტი იყო მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი, ჰოლანდიელი ირენ ვიუსტი. მაგრამ მან 0.08 წამი წააგო თანამემამულე კარლაინ ახტერეკტესთან, რომელიც კარიერაში პირველად გახდა ოლიმპიური ჩემპიონი. მესამე ადგილზეც ჰოლანდიელი გავიდა – ანტუანეტ დე იონგი.

ასე რომ, ჰოლანდიამ პოდიუმის სამივე საფეხური დაიკავა.

ოლიმპიადის რეპორტაჟების ხილვა შეგიძლიათ შემდეგ ბმულებზე პირველი არხი / მეორე არხი (მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე)