პიონჩანგში მედლების პირველი კომპლექტი გათამაშდა ციგურებით რბენაში. ქალებმა გამარჯვებული 3 ათას მეტრზე გამოავლინეს.
ფავორიტი იყო მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი, ჰოლანდიელი ირენ ვიუსტი. მაგრამ მან 0.08 წამი წააგო თანამემამულე კარლაინ ახტერეკტესთან, რომელიც კარიერაში პირველად გახდა ოლიმპიური ჩემპიონი. მესამე ადგილზეც ჰოლანდიელი გავიდა – ანტუანეტ დე იონგი.
ასე რომ, ჰოლანდიამ პოდიუმის სამივე საფეხური დაიკავა.
ოლიმპიადის რეპორტაჟების ხილვა შეგიძლიათ შემდეგ ბმულებზე პირველი არხი / მეორე არხი (მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე)