ქალთა შორის ციგურებით რბოლაში ჰოლანდიელმა იმარჯვა

ქალთა შორის 1500 მეტრზე ციგურებით რბოლა ნიდერლანდების წარმომადგენელმა, ირენ ვუსტმა მოიგო. ჰოლანდიელისთვის ეს კარიერაში მეხუთე ოლიმპიური ოქროა. ბოლო წყვილის გამოსვლამდე, რომელშიც მსოფლიოს რეკორდსმენი ამერიკელი ჰიზერ ბერგსმა და იაპონელი მიჰო ტაგაკი იყვნენ, პირველ სამეულს მხოლოდ ჰოლანდიელები შეადგენდნენ, თუმცა მედლებისთვის დავაში ტაგაკი ჩაერია და საბოლოოდ მეორე შედეგი აჩვენა. ბრინჯაოს მედალი მარიტ ლეენსტრამ მოიპოვა. რაც შეეხება ჰიზერ ბერგსმას, ამჯერად მსოფლიოს რეკოდსმენი მერვე ადგილს დასჯერდა.

 

ყველაფერი ოლიმპიადის შესახებ იხილეთ ბმულზე