ტედ-იან ბლუმენი ოლიმპიური ჩემპიონია (ვიდეო)

რამდენიმე წუთის წინ გამართულ ციგურებით რბენის შეჯიბრში ოლიმპიური რეკორდი ორჯერ გაუმჯობესდა. ჯერ საუკეთესო შედეგი ჰოლანდიელმა იორიტ ბერგსმამ აჩვენა, შემდეგ კი ეს დრო კანადელმა მსოფლიო რეკორდის მფლობელმა, ტედ-იან ბლუმენმა გააუმჯობესა და მამაკაცებს შორის 10 000 მეტრზე რბოლის გამარჯვებულიც  გახდა. ბლუმენისთვის ეს პირველი ოლიმპიური ოქროა, რომელიც ამავე თამაშებზე მოპოვებულ ვერცხლს დაუმატა.

დღევანდელ რბოლაში კი ვერცხლის მედალი 32 წლის სამგზის მსოფლიო ჩემპიონსა და სოჭის ოლიმპიური თამაშების ოქროს მედალოსანს, იორიტ ბერგსმას ხვდა წილად. ბრინჯაო იტალიელმა ნიკოლა ტუმოლერომ დაისაკუთრა.

ოლიმპიადის რეპორტაჟების ხილვა შეგიძლიათ შემდეგ ბმულებზე პირველი არხი / მეორე არხი (მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე)

ყველაფერი ოლიმპიადის შესახებ იხილეთ ბმულზე