ნინო წიკლაურმა გიგანტურ სლალომში გამოსვლა დაასრულა

15:48, 15.02.2018

ქართველმა მოთხილამურე ნინო წიკლაურმა დღეს პიონჩანგის ოლიმპიადაზე გამართული გიგანტური სლალომის შეჯიბრში გამოსვლა დაასრულა. მან ორ დაშვებაში მიიღო მონაწილეობა და საბოლოოდ 46-ე შედეგი აჩვენა. ნინოსთვის ეს მესამე ოლიმპიადა იყო. ვანკუვერისა და სოჭის შემდეგ, მან საკუთარი პირადი შედეგი გააუმჯობესა.

ხვალ წიკლაური კიდევ ერთ დისციპლინაში, სლალომში მიიღებს მონაწილეობას.

2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე კიდევ 2 ქართველ სპორტსმენს უწევს გამოსვლა. ესენი არიან მოციგურავე მორის ყვითელაშვილი და სამთო მოთხილამურე იასონ აბრამაშვილი.

ოლიმპიადის რეპორტაჟების ხილვა შეგიძლიათ შემდეგ ბმულებზე პირველი არხი / მეორე არხი (მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე)

ყველაფერი ოლიმპიადის შესახებ იხილეთ ბმულზე

 

მსგავსი