იაპონიაში დასრულდა ქალებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატი ხელბურთში. ფინალური შეხვედრა, რომელშიც ესპანეთი და ჰოლანდია შეხვდნენ ერთმანეთს, ქალაქ კუმამოტოში გაიმართა. ჰოლანდიელები პირველ ტაიმში ოთხი ბურთით ჩამორჩენის შემდეგ, შესვენებაზე სამბურთიანი უპირატესობით გავიდნენ, მატჩი კი ერთი ბურთით მოიგეს – 30:29.
ჰოლანდია მთელი ჩემპიონატის განმავლობაში სამჯერ დამარცხდა: პირველ ჯგუფურ ეტაპზე წააგო სლოვენიასთან, მეორე ეტაპზე – დანიასთან და გერმანიასთან, მაგრამ მაინც გავიდა ნახევარფინალში, სადაც 33:32 მოუგო რუსეთს.
ჰოლანდიამ ისტორიაში პირველად მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს მედალი. ამ გუნდის წინა საუკეთესო შედეგი იყო – მეორე ადგილი 2015 წელს.
მსოფლიოს ჩემპიონატში 24 გუნდი მონაწილეობდა. სულ 96 მატჩი გაიმართა და გავიდა 5179 გოლი (საშუალოდ 53.95 მატჩში).
ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ გამოცხადდა ჰოლანდიელი ესტავანა პოლმანი, საუკეთესო ბომბარდირი ასევე ჰოლანდიელი ლოის აბინგი (71 გოლი) გახდა.
სულ ჩემპიონატის მატჩებს დაესწრო 315 748 მაყურებელი (საშუალოდ მატჩში – 3 289).
ტურნირის დასრულების შემდეგ, შეადგინეს სიმბოლური ნაკრები:
ტეს ვესტერი (ჰოლანდია) – იოვანკა რადიჩევიჩი (მონტენეგრო), ანა ვიახირევა (რუსეთი), ესტავანა პოლმანი (ჰოლანდია), ალექსანდრინა კაბრალი (ესპანეთი), კამილია ჰერემი (ნორვეგია), ლინ ბლომი (შვედეთი).
აღსანიშნავია, რომ წინა ჩემპიონი საფრანგეთი მხოლოდ მე-13 ადგილზე გავიდა. ჩემპიონატის საბოლოო კლასიფიკაცია ასეთია:
1. ჰოლანდია, 2. ესპანეთი, 3. რუსეთი, 4. ნორვეგია, 5. მონტენეგრო, 6. სერბეთი, 7. შვედეთი, 8. გერმანია, 9. დანია, 10, იაპონია, 11. ს. კორეა, 12. რუმინეთი, 13. საფრანგეთი, 14. უნგრეთი, 15. ანგოლა, 16. არგენტინა, 17. ბრაზილია, 18. სენეგალი, 19. სლოვენია, 20. კონგო, 21. კუბა, 22. ყაზახეთი, 23. ჩინეთი, 24. ავსტრალია.