ჰოლანდია და ბელგია ჩემპიონატების გაერთიანებაზე ფიქრობენ
ჰოლანდია და ბელგია ჩემპიონატების გაერთიანებაზე ფიქრობენ

ჰოლანდიამ და ბელგიამ, შესაძლოა, გაერთიანებული საფეხბურთო ჩემპიონატი შექმნან, – წერს inews.co.uk. ამ მომენტისთვის, ასეთი შესაძლებლობა მხოლოდ განიხილება.

ჰოლანდიის ლიგის ხელმძღვანელობაში მიაჩნიათ, რომ თუკი ბელგიასთან და ლუქსემბურგის რამდენიმე კლუბთან ერთობლივი ჩემპიონატს შექმიან, ამან, შესაძლოა ადგილობრივი ფეხბურთი გააძლიეროს.

ჩანაფიქრის მიხედვით, ახალი ტურნირი ევროპის TOP5 ჩემპიონატში უნდა შევიდეს. ჯერჯერობით, ბელგია რეიტინგში მეცხრე ადგილზეა, ჰოლანდია კი მე-11-ზე.

აღნიშნავენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ჰოლანდია კლუბებთან შეთანხმებას მოახერხებს, მოლაპარაკებები ბელგიის ჩემპიონატის წარმომადგენლებთანაც დაიწყება.