ჰოლანდია და ბელგია ჩემპიონატების გაერთიანებაზე ფიქრობენ
AMSTERDAM, NETHERLANDS - OCTOBER 19: Danilo Pereira of Ajax U23 during the Dutch Keuken Kampioen Divisie match between Ajax U23 v RKC Waalwijk at the De Toekomst on October 19, 2018 in Amsterdam Netherlands (Photo by Angelo Blankespoor/Soccrates/Getty Images)
ჰოლანდიამ და ბელგიამ, შესაძლოა, გაერთიანებული საფეხბურთო ჩემპიონატი შექმნან, – წერს inews.co.uk. ამ მომენტისთვის, ასეთი შესაძლებლობა მხოლოდ განიხილება.
ჰოლანდიის ლიგის ხელმძღვანელობაში მიაჩნიათ, რომ თუკი ბელგიასთან და ლუქსემბურგის რამდენიმე კლუბთან ერთობლივი ჩემპიონატს შექმიან, ამან, შესაძლოა ადგილობრივი ფეხბურთი გააძლიეროს.
ჩანაფიქრის მიხედვით, ახალი ტურნირი ევროპის TOP5 ჩემპიონატში უნდა შევიდეს. ჯერჯერობით, ბელგია რეიტინგში მეცხრე ადგილზეა, ჰოლანდია კი მე-11-ზე.
აღნიშნავენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ჰოლანდია კლუბებთან შეთანხმებას მოახერხებს, მოლაპარაკებები ბელგიის ჩემპიონატის წარმომადგენლებთანაც დაიწყება.