ერთი წუთი ფეხბურთის გარეშე - ჰოლანდიელმა სპორტსმენებმა რასიზმი დაგმეს (ვიდეო)
ერთი წუთი ფეხბურთის გარეშე - ჰოლანდიელმა სპორტსმენებმა რასიზმი დაგმეს (ვიდეო)

ჰოლანდიის ჩემპიონატში „ექსელსიორის“ შავკანიან ფეხბურთელს გამოექომაგნენ და მხარდაჭერა გამოუცხადეს.

სპორტში რასიზმის დასაგმობად ფეხბურთელებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს და სასტარტო სასტვენის შემდეგ,  ერთი წუთის განმავლობაში ტრიბუნების წინაშე გაუნძრევლად იდგნენ.

მეორე დივიზიონის გუნდებს „დენ ბოსხსა“ და „ექსელსიორს“ შორის 17 ნოემბერს გამართულ მატჩში, მასპინძელი გუნდის გულშემატკივრებმა რასისტული შეძახილებით აჰმად მოერეირას შეურაცხყოფა მიაყენეს.

აჰმად მორეირამ პროტესტის ნიშნად მოედანი დატოვა, მატჩის მთავარმა მსაჯმა კი თამაში დროებით შეაჩერა. მოგვიანებით, მორეირა მოედანზე დაბრუნდა და გოლიც გაიტანა.

მსგავსი აქცია-პერფორმანსის გამართვა ერედვიზიონის ჩემპიონატშიც იგეგმება. რასიზმს ამავე ფორმით, ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების უახლოეს მატჩშიც გააპროტესტებენ.