მიქაუტაძის შოუ ამჯერად ვერ შედგა - „სერენმა“ სახლში წააგო #1TVSPORT
მიქაუტაძის შოუ ამჯერად ვერ შედგა - „სერენმა“ სახლში წააგო #1TVSPORT

გიორგი მიქაუტაძისა და მისი გუნდისთვის ბელგიის ჩემპიონატის მე-12 ტური უიღბლო გამოდგა – „სერენმა“ საკუთარ სტადიონზე „შარლერუას” უმასპინძლა და მტკივნეული მარცხი იწვნია.

გიორგი მიქაუტაძე „სერენის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა, მაგრამ გატანა და საგოლე გადაცემის გაკეთება ვერ მოახერხა. თუმცა, პირველ ტაიმში, როდესაც „შარლერუა“ 0:2 დაწინაურდა, კარგად ითამაშა და სტუმრები მეკარემ გადაარჩინა.

სტუმრებმა 51-ე წუთზე უპირატესობა სამამდე გაზარდეს და მასპინძლებს 88-ე წუთზე გატანილმა გოლმა ვეღარ უშველა – 1:3 „შარლერუას“ სასარგებლოდ.

ქართველი თავდამსხმელის გუნდი გასულ ტურშიც დამარცხდა („უნიონთან” 2:4) და მდგომარეობა გაირთულა. „სერენი“ 12 ქულით მე-14 ადგილზეა. ზუსტად ამდენიმე ქულა აქვს გიორგი ჩაკვეტაძის „გენტს“.

რაც შეეხება ლუკა ზარანდიას „ზულტე-ვარეგემს“, 23 ოქტომბერს გასვლაზე „მეხელენს“ ეთამაშება, ხოლო ლევან შენგელიას „ლეუვენი“ შინ „სენ-ტრუიდენს“ უმასპინძლებს.