ჰალანდი „დორტმუნდიდან“ წასვლას არ ფიქრობს
ჰალანდი „დორტმუნდიდან“ წასვლას არ ფიქრობს

„დორტმუნდის“ ფორვარდი ერლინგ ჰალანდი არ აპირებს გუნდის დატოვებას უახლოესი სატრანსფერო ფანჯრის დროს. ამის შესახებ ნორვეგიელმა ფეხბურთელმა WAZ-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„დღევანდელი დღით ვცხოვრობ. ახალი გადასული ვარ „დორტმუნდში“ და არ ვაპირებ დღეს გუნდის დატოვებას“, – თქვა თავდამსხმელმა.

2019-20 წლების სეზონში ჰალანდმა ევროლიგის 14 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 13 გოლი გაიტანა. ადრე იტყობინებოდნენ, რომ 19 წლის ფეხბურთელის მიმართ ინტერესს მადრიდის „რეალი” გამოთქვამს.