ავტორიტეტულმა ამერიკულმა ჟურნალმა „ფორსბმა“ გამოაქვეყნა ჰოკეის ეროვნული ლიგის ყველაზე ძვირადღირებული კლუბების რეიტინგი.
სიაში პირველი ადგილი დაიკავა „ნიუ იორკ რეინჯერსმა“, რომელიც შეფასებულია 1.65 მილიარდ დოლარად. მეორე ადგილზე იმყოფება „ტორონტო“ – 1.5 მილიარდი, მესამეზე – „მონრეალი“ (1.34 მილიარდი).
TOP10-ში ასევე შევიდნენ: ჩიკაგო (1,085 მილიარდი), ბოსტონი (1 მილიარდი), ლოს ანჯელესი (825 მილიონი), ფილადელფია (800 მილიონი), დეტროიტი (775 მილიონი), ვაშინგტონი (750 მილიონი) და ვანკუვერი (725 მილიონი).