ჰოკეიში მსოფლიოს 2021 წლის ჩემპიონატზე რუსეთს დროშა და ჰიმნი არ ექნება #1TVSPORT
რუსეთის ნაკრები მსოფლიოს 2021 წლის ჩემპიონატზე ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის ჰიმნს გამოიყენებს და რუსეთის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დროშის ქვეშ იასპარეზებს. ამის შესახებ განაცხადა ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა რენე ფაზელმა.
მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს მიერ დაწესებული სანქციების მიხედვით, რუსი სპორტსმენები 2022 წლის 16 დეკემბრამდე ვერ გამოვლენ ოლიმპიურ თამაშებსა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე რუსეთის დროშითა და ჰიმნით.
მსოფლიოს ჩემპიონატი ლატვიის დედაქალაქ რიგაში 21 მაისიდან 6 ივნისამდე ჩატარდება. ჯგუფურ ეტაპზე რუსეთის მეტოქეები იქნებიან – ჩეხეთი, შვედეთი, შვეიცარია, სლოვაკეთი, დანია, ბელარუსი და დიდი ბრიტანეთი.