ჰოკეის ნაციონალურმა ლიგამ თავის ოფიციალურ საიტზე დღის საუკეთესო სამი ვარსკვლავი დაასახელა.
პირველი მათგანი „ფილადელფიას“ მეკარე კარტერ ჰარტი გახდა, რომელმაც „ვანკუვერთან“ (2:1) მატჩში 41 შაიბა მოიგერია. მეორე „ლოს-ანჟელესის“ თავდამსხმელი ადრიან კემპეა. რეინჯერსთან მატჩში მატჩში მან 3 (2+1) ქულა ჰქონდა (4:3 OT). ამასთან ერთად, შვედმა ჰოკეისტმა თამაშის გადამწყვეტი შაიბა გაიტანა.
მესამე ვარსკვლავის სტატუსი „ტორონტოს“ მცველ ჯეიკ მაზინს ერგო, მან ანაჰაიმთან 3 (1+2) ქულა დააგროვა.