ჰოკეის ნაციონალურმა ლიგამ (NHL) ოფიციალურ ვებგვერდზე დღის საუკეთესო სამი ვარსკვლავი დაასახელა.
პირველი მათგანი „ფლორიდას“ თავდამსხმელი ნოელ აკიარი გახდა, რომელმაც „ოტავასთან“ მატჩში ჰეთ-რიკი შეასრულა (6:1).
მეორე საუკეთესო „სენტ-ლუისის“ შემტევი დევიდ პერონია,რომელმაც „კოლორადოსთან“ შეხვედრაში სამი შაიბის გატანა მოახეხა (5:2).
მესამე ვარსკვლავის სტატუსი კი „კოლამბუსის“ მეკარეს იონას კორპისალოს ერგო. მან „ვაშინგტონთან“ დაპირისპირებაში 30 შაიბის მოგერიება და საკუთარი კარის მშრალად შენახვა შეძლო (3:0).