ჰოკეის ნაციონალურმა ლიგამ (NHL) ოფიციალურ ვებგვერდზე დღის საუკეთესო სამი ვარსკვლავი დაასახელა.
პირველი მათგანი „ვაშინგტონის“ მცველი ჯონ კარლსონი გახდა, რომელმაც „ლოს-ანჟელესთან“ მატჩში დუბლი შეასრულა (3:1).
მეორე საუკეთესო „პიტსბურგის“ გოლკიპერი ტრისტან ჯარია, რომელმაც „სენტ-ლუისთან“ გამართულ შეხვედრაში 28 დარტყმული შაიბიდან ყველას მოგერიება შეძლო (3:0).
მესამე ვარსკვლავის სტატუსი კი „ოტავას“ თავდამსხმელს ტაილერ ენისს ერგო. მან „ედმონტონთან“ მატჩში 3 (1+2) ქულა დააგროვა (5:2).